გამოყენების პირობები
მანამ, სანამ დაიწყებთ აღნიშნული ვებსაიტის გამოყენებას, ან რომელიმე პროდუქტის, ან მომსახურების შეძენას გადაწყვეტთ, გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების პირობებს და HERBALIFE INTERNATIONAL OF AMERICA, INC.-ის (შემდგომში "HERBALIFE-ი") კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას საიტზე http://www.herbalife.com/privacy-policy
ზემოაღნიშნული გამოყენების პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) Herbalife-ს, ნევადის კორპორაციის (შემდგომში „კომპანია“, ან „ჩვენ“) და თქვენს (შემდგომში „თქვენ“, ან „მომხმარებელი“) შორის. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს თქვენს მიერ ამ ვებსაიტის გამოყენების ასევე, თითოეული დამოუკიდებელი პარტნიორის პლატფორმის და ვებ-რესურსის (შემდგომში კოლექტიურად მოხსენიებული როგორც „საიტი“) გამოყენების იურიდიულ წესებს და პირობებს, აგრეთვე თქვენს მიერ Herbalife-ის ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების (შემდგომში კოლექტიურად მოხსენიებული როგორც ”შემოთავაზებები”) შეძენის და/ ან გამოყენების შესახებ იურიდიულ წესებს და პირობებს. ეს ხელშეკრულება ასევე შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეთ Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორი.
თქვენს მიერ საიტის და მასში არსებული ყველა სახის ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამული უზრუნველყოფის, ინფორმაციის, გამოსახულებების, ხმის ან სხვა მასალების გამოყენება, ასევე თქვენს მიერ ნებისმიერი სხვა შემოთავაზების გამოყენება, ან შეძენა ადასტურებს თქვენს უპირობო თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულებაზე და მათ უწყვეტ დაცვაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, არ შეხვიდეთ საიტზე, ან სხვაგვარად არ გამოიყენოთ ის, არ მიიღოთ მონაწილეობა რომელიმე შემოთავაზებაში.
იმ შემთხვევაში, თუ უკმაყოფილო ხართ საიტის მუშაობით, ან სხვა შემოთავაზებებით, თქვენი სამართლებრივი დაცვის ერთადერთი და ექსკლუზიური საშუალებაა - საიტის, ან შემოთავაზებების გამოყენების შეწყვეტა, გარდა იმ შეზღუდული გარანტიებისა, რაც შეიძლება გავრცელდეს Herbalife-ის პროდუქტების შემოთავაზებებზე, ან როგორც ეს სხვაგვარად მკაფიოდ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულების მეხუთე ნაწილში (Herbalife-ის კლიენტის გარანტიები).
წინამდებარე ხელშეკრულება და Herbalife-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) ან ნებისმიერი სხვა პირობები და რეგულაციები შესული აღნიშნულ ხელშეკრულებაში წყაროების სახით (კოლექტიურად წოდებული როგორც „სხვა რეგულაციები“), წარმოადგენს მთლიან შეთანხმებას თქვენსა და ჩვენს შორის წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან მიმართებაში და აუქმებს ყველა მანამდე დადებულ, ან სხვა სახის ხელშეკრულებებს, შეთანხმებულ ცნებებს, მოლაპარაკებებს და განხილვებს, როგორც სიტყვიერ, ისე წერილობით ფორმატში. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე უარი არ ნიშნავს ნებისმიერ სხვა დებულებაზე უარის თქმას (იმის და მიუხედავად მისი მსგავსია თუ არა), არც ნებისმიერი ასეთი უარის თქმა არ ნიშნავს უწყვეტ უარს, თუ სხვა რამ მკაფიოდ არ არის გათვალისწინებული.
ამ საიტზე არსებული ინფორმაცია და მისი ფუნქციები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამ საიტზე შესვლით, ან ბმულზე გადასვლით (თუ ეს ნებადართულია), თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რისკი იმისა, რომ ამ საიტზე არსებული ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება შესაძლებელია.
1. მოდიფიკაციები
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ ნებისმიერ დროს :
- შევცვლით წინამდებარე ხელშეკრულების წესებს და პირობებს
- საკუთარი შეხედულებისამებრ გავაუმჯობესებთ, გავზრდით, შევცვლით, ან შევწყვეტთ აღნიშნული საიტის მუშაობას, ან სხვა შემოთავაზებებს, ან მათ ნებისმიერ ნაწილს.
ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ დროდადრო მოვახდინოთ მოდიფიკაცია, განვაახლოთ, დავამატოთ, შევწყვიტოთ, ამოვიღოთ, გადავხედოთ, ან სხვა სახით შევცვალოთ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ნაწილი, როგორც მთლიანად, ისე ნეწილობრივ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში. წინამდებარე ხელშეკრულებაში შესული იმ ცვლილებების შესახებ, რომელთაც არსებითად მივიჩნევთ, საიტის მთავარ გვერდზე განვათავსებთ შესაბამის შეტყობინებას ბმულის შეცვლის გზით ისე, რომ გონივრულ პერიოდში იკითხებოდეს როგორც „წესების და პირობების განახლება“. თუ თქვენ მოგვაწვდით ინფორმაციას, მოგენიჭებათ წვდომის უფლება ან გამოიყენებთ საიტს, ან მიიღებთ რომელიმე შემოთავაზებაში მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულება შეიცვლება - ჩაითვლება, რომ წაიკითხეთ, გესმით და უპირობოდ ეთანხმებით ამ ცვლილებებს. აღნიშნული ხელშეკრულების უახლესი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება საიტზე და ანაცვლებს წინამდებარე ხელშეკრულების ყველა წინა ვერსიას.
საიტი ან შემოთავაზებები, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება გაუმჯობესდეს, შეცვალოს ან შეწყვიტოს არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ. საიტის ან შემოთავაზებების ნებისმიერი სახის გაუმჯობესების, დამატების ან ცვლილების რეგულირება მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.
2. წვდომა
თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ინტერნეტზე წვდომა და უნდა იხდიდეთ ამ წვდომასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების საფასურს იმისთვის, რომ მოგენიჭოთ აღნიშნული საიტის გამოყენებაზე წვდომა. გარდა ამისა, თქვენ უნდა იქონიოთ ნებისმიერი სახის მოწყობილობა, რომელიც დაგჭირდებათ ინტერნეტ კავშირზე წვდომის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ თქვენ ხართ და პირადად იქნებით პასუხისმგებელი თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე ინტერნეტ კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ნებისმიერი მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე, ჩართვაზე, ინსტალაციაზე, ჩამოტვირთვაზე, ექსპლუატაციაზე და მოვლა/შეკეთებაზე, სატელეფონო (კაბელით, ან სხვა სახით) სერვისის, ინტერნეტ კავშირის მომსახურების და მათთან დაკავშირებულ ხარჯებზე. მხოლოდ თქვენ, პირადად ხართ პასუხისმგებელი თქვენი მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის ანტივირუსით სკანირების უზრუნველოყოფაზე და სხვა მსგავსი პრობლემის მოგვარებაზე მანამ, სანამ მათ გამოყენებას დაიწყებთ. ჩვენ ცალსახად უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობის აღებაზე თქვენს მიერ საიტის, ან შემოთავაზების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებიმისმიერი ხარვეზის ან შეფერხების გამო, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი აპარატურის, ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით ან მწობრიდან გამოსვლით.
3. უფლებები
თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ თვრამეტი (18) წლის და ზევით, ან თუ ხართ თვრამეტ წლამდე (18), ხართ მინიმუმ ცამეტი (13) წლის და საიტზე წვდომას ანხორციელებთ თქვენი მშობლის, ან მეურვის ინფორმირებულობის და მეთვალყურეობის ფარგლებში, რომელიც ასევე ითვლება რომ ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნული საიტის ზოგიერთი ფუნქცია (მათ შორის, სხვა დანარჩენთან ერთად მომხმარებლის რეგისტრაცია) და გარკვეული შემოთავაზებები შეიძლება გახდეს უფრო მაღალი ასაკობრივი კატეგორიის და/ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით განხილვის საგანი.
Herbalife-ის პროდუქტები და ბიზნეს შესაძლებლობები შეიძლება იქნას შეთავაზებული, ან მიწოდებული, ან გაყიდული მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც კომპანიის მიერ უკვე არიან ავტორიზებულნი. აღნიშნული ქვეყნების სიის სანახავად შეგიძლიათ დააჭიროთ აქ: ავტორიზებული ქვეყნები. Herbalife-ი აფართოვებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვების არეალს სხვა ბაზრებზე, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად გადახედოთ განახლებულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.
4. HERBALIFE-ის დამოუკიდებელი პარტნიორები
Herbalife-ის პროდუქტების და ბიზნეს შესაძლებლობების და სერვისების გაყიდვა ხორციელდება Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორების ქსელის მეშვეობით. იმისთვის, რომ შეიძინოთ Herbalife-ის პროდუქტები, ან სერვისები, არ არის აუცილებელი, რომ დამოუკიდებელი პარტნიორი გახდეთ. თუმცა, თუ დაინტერესებული ხართ, რომ დაიწყოთ ბიზნესი, როგორც Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიზნეს შესაძლებლობების განყოფილებას.
5. HERBALIFE-ის კლიენტის გარანტიები
Herbalife-ი გარანტიას იძლევა Herbalife-ის ბრენდის მატარებელი ყველა პროდუქტის ხარისხზე და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტები აკმაყოფილებს ხარისხის ყველაზე მაღალ სტანდარტებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის Herbalife-ის პროდუქცია ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელია.
6. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობის დაცვა
თუ თქვენ საიტზე მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ამით ეთანხმებით, რომ მოთხოვნის შემთხვევაში თქვენს შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი, უახლესი და სრულყოფილი და რომ ამგვარ ინფორმაციას მუდმივად განაახლებთ საჭიროებისამებრ. თქვენს შესახებ საიტის მეშვეობით შეგროვილი ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული და შენახული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე http://www.herbalife.com/privacy-policy
7. მომხმარებლის ფორუმები
ფორუმები, განცხადებების დაფები, ჩატები, ან სხვა ინტერაქტიური სივრცეები რომლებიც ხელმისაწვდომია, ან იქნება ხელმისაწვდომი საიტზე (შემდგომში „მომხმარებლის ფორუმები“) განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ფორუმებზე გამოხატონ საკუთარი შეხედულება და გაუზიარონ სხვებს იდეები და ინფორმაცია. პირი, რომელიც მომხმარებლის ფორუმებში დაპოსტავს კონტენტს (შემდგომში „თანამეგობრობის კონტენტი“), პირადად არის პასუხისმგებელი მის საიმედოობაზე, სიზუსტეზე და დამაჯერებლობაზე, რაზეც ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კონტროლის მექანიზმი. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მსგავს კონტენტს იმ კუთხით, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს მასალა შეიძლება მიიჩნიოს შეურაცმყოფელად, არასასიამოვნოდ, ან სხვა მხრივ მიუღებლად და ცალსახად არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას მსგავსი მასალის განთავსებასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ და ვერ განვიხილავთ მომხმარებლის ფორუმებზე განთავსებულ თითოეულ შეტყობინებას და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ შეტყობინებების შინაარსზე, ან მომხმარებლების მიერ ფორუმზე გამოთქმულ ხედვებზე ან მოსაზრებებზე. მომხმარებლების ფორუმზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია თანამეგობრობისთვის. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მაგრამ არ ვართ ვალდებულნი, რომ თქვენს მიერ საიტზე განთავსებული კონტენტი წავშალოთ, გადავაადგილოთ, ან მისი რედაქტირება მოვახდინოთ სრულად, ან ნაწილობრივ, ნებისმიერი მიზეზით და მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შეტყობინებების შიგთავსი წავშალოთ, გადავაადგილოთ, მოვახდინოთ მისი რედაქტირება, ან გავასაჯაროოთ, როდესაც ამას კანონი მოითხოვს, ან კეთილი ნებით, როდესაც მსგავსი ქმედების გატარება აუცილებელია, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი უფლებები და საკუთრება, ან ჩვენი მომხმარებლების და საზოგადოების უსაფრთხოება. არანაირ გარემოებაში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მომხმარებლების ფორუმების მონიტორინგზე, ან რომელიმე კონკრეტული მასალის ამოღებაზე.
თქვენ გესმით, რომ თანამეგობრობის კონტენტის რომელიმე მომხმარებლის ფორუმზე არტვირთვა და/ ან დაპოსტვა არ წარმოშობს მის დამაჯერებლობაზე ვალდებულებებს კომპანიის მხრიდან და რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ნებისმიერი თანამეგობრობის კონტენტის რაიმე ფორმით გამოყენებასა და გასაჯაროებაზე.
(a) შეზღუდვები გამოყენებაზე
თქვენს მიერ მომხმარებლის ფორუმების გამოყენებასა და ფუნქციურობასთან მიმართებაში, თქვენ თანახმა ხართ, რომ დაიცავთ ქვემოთ მოცემული „თანამეგობრობის პრინციპებს“. ჩვენი სხვა უფლებების და დაცვის საშუალებების შეუზღუდავად, პირებს, რომლებიც არ დაიცავენ თანამეგობრობის პრინციპებს, ჩვენი შეხედულებისამებრ, შეიძლება მუდმივად აეკრძალოთ საიტის გამოყენება:
- როდესაც სხვა მომხმარებელს ავიწროვებენ, დევნიან ან სხვა ფორმით შეურაცხოფას აყენებენ;
- როდესაც ავრცელებენ, პოსტავენ, აგზავნიან, აწვდიან, წარადგენენ ან სხვაგვარად ხდიან ხელმისაწვდომს ნებისმიერ კონტენტს, რომელიც შეცავს ცრუ,ზიანის მომტან, მუქარის შემცველ, შეურაცმყოფელ, ძალადობის შემცველ, დისკრედიტირების გამწევ, ცილისმწამებლურ, დამამცირებელ (მათ შორის Herbalife-ის დამამცირებელ), ვულგარულ, უხამს, პორნოგრაფიულ მასალებს, ან ძალადობის, რასობრივი სიძულვილის, ტერორიზმის, ან უკანონო ქმედების წამახალისებელ ინფორმაციას ან სხვა მიზეზით მიუღებელ შინაარსს (როგორც ეს განისაზღვრება ჩვენი შეხედულებისამებრ);
- როდესაც ავრცელებენ, პოსტავენ, აგზავნიან, აწვდიან, წარადგენენ ან სხვაგვარად ხდიან ხელმისაწვდომს ნებისმიერ კონტენტს, რომელიც უკანონოა, ან არღვევს უფლებებს, რომელშიც ირღვევა ან უკანონოდ ხდება მითვისება ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო იდენტიფიკაციის უფლება, ასევე ირღვევა კომერციული საიდუმლოება, საჯაროობის უფლება, კონფიდენციალურობის უფლება, საავტორო უფლება, ან ნებისმიერი სხვა ინტელექტუალური საკუთრების, ან ნებისმიერი მესამე მხარეს სხვა ნებისმიერი უფლება;
- როდესაც ავრცელებენ, პოსტავენ, აგზავნიან, აწვდიან, წარადგენენ ან სხვაგვარად ხდიან ხელმისაწვდომს ნებისმიერი სახის ვირუსს, ან მასობრივი კიბერ შეტევის მექანიზმს ე.წ.“Trojan Horse“-ს, ან სხვა ზიანის მომტან, ხელისშემშლელ ან დესტრუქციულ ფაილებს ან მასალებს, რომლებიც ხელს უშლის მესამე მხარეებს, რომ კომფორტულად გამოიყენონ საიტი;
- როდესაც სხვა პიროვნების, ან იურიდიული პირის სახელის გამოყენებით, ან სხვაგვარად ახდენენ საიტის მეშვეობით გადაცემული, ან Herbalife-ში გაგზავნილი კონტენტის წარმომავლობის დამალვას, მათ შორის ნებისმიერი TCP/IP პაკეტის სათაურის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის ინფორმაციის გაყალბებას ნებისმიერი მიზნით, საიტზე ნებისმიერი სახით გადაცემის დროს;
- როდესაც ავრცელებენ, პოსტავენ, აგზავნიან, აწვდიან, წარადგენენ ან საიტის მეშვეობით სხვაგვარად ხდიან ხელმისაწვდომს ნებისმიერი სახის პირად განცხადებას, ‘junk’ ელ.ფოსტას, სპამს, ე.წ.’chain’ წერილებს, პირამიდულ სქემებს ან რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების ყიდვის შეთავაზებებს, გარდა იმ სივრცისა თუ ასეთი არსებობს, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია აღნიშნუ ლი მიზნებისთვის; ან
- არღვევენ ნებისმიერ ადგილობრივ, სახელმწიფო, ფედერალურ, ან საერთაშორისო კანონს, წესს ან რეგულაციას.
- მონაწილეობენ საიტის რომელიმე ნაწილში 18 წლამდე ასაკის პირები.
- როდესაც ავრცელებენ, პოსტავენ, აგზავნიან, აწვდიან, წარადგენენ ან საიტის მეშვეობით სხვაგვარად ხდიან ხელმისაწვდომს ნებმისმიერი სახის კონტენტს, რომელიც შეიცავს თხოვნას ფონდების მოზიდვაზე, პრომოუშენზე, რეკლამირებაზე, ან პროდუქტების და სერვისების განთავსებაზე. თქვენ წინამდებარეთი ადასტურებთ, რომ გეკრძალებათ შუამდგომლობის გაწევა სხვა ვიზიტორებისთვის, რომ გახდნენ ნებისმიერი კომერციული ონლიან სერვისების ან სხვა ორგანიზაციის წევრები.
- რომლებიც აგროვებენ ან მოიპოვებენ რომელიმე მომხმარებლის ინფორმაციას, ან სხვაგვარად ახდენენ საიტზე წვდომას ავტომატიზებული საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, სხვა დანარჩენთან ერთად ბოტების, რობოტების, ე.წ. ‘სპაიდერების’ ან ‘სქრაფერების’ გამოყენება).
- რომლებიც ახდენენ საიტის ნებისმიერ ნაწილში განათავსონ ე.წ. “frame-ი”, “mirror-ი” ან “deep link-ი” ან სხვა რომელიმე შემოთავაზება მასზედ ჩვენს მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
- რომლებიც საიტზე ანთავსებენ ბმულს რომელიმე ვებგვერდზე გადასასვლელად, ან სხვა ვებსაიტებზე, ან ვებგვერდებზე სხვა შემოთავაზებების სანახავად, სადაც განთავსებულია განცხადება რომელიმე სამკურნალო, ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ საშუალებაზე ნებისმიერი ფორმით, იმის და მიუხედავთ არის თუ არა აღნიშნული საშუალება წარმოებული, შეთავაზებული, რეალიზებული ან მიწოდებული ჩვენს მიერ.
ჩვენ არ ვუკეთებთ მხარდაჭერას მომხმარებელთა ფორუმზე განთავსებულ თანამეგობრობის კონტენტს, კერძოდ, არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ (მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად იმ პირების, რომლებიც იყენებენ, ან ეყრდნობიან მსგავს მასალებს) ნებისმიერი სახის დანაკარგის, ზიანის (მათ შორის ფაქტიური, მიზეზშედეგობრივი, სადამსჯელო თუ სხვა), ფიზიკური დაზიანების, პრეტენზიის, ვალდებულების წარმოშობის ან სხვა ნებისმიერი სახის და ხასიათის შედეგის გამო, რომელიც გამოწვეულია ან გამომდინარეობს მომხმარებელთა ფორუმზე განთავსებული თანამეგობრობის კონტენტიდან. ნებისმიერი მომხმარებლის ფორუმზე თანამეგობრობის კონტენტის განთავსებით ან ატვირთვით, ან ნებისმიერი სხვა თანამეგობრობის კონტენტის წარდგენით თქვენ ავტომატურად გვანიჭებთ (ან იძლევით გარანტიას რომ ასეთი უფლებები მფლობელს პირდაპირ მინიჭებული აქვს თქვენს მიერ) მუდმივ, მსოფლიო მასშტაბით, უფასო, გაუქმების პერსპექტივის გარეშე, არაექსკლუზიურ უფლებას და ლიცენზიას ამგვარი მასალების გამოყენებაზე, გამრავლებაზე, მოდიფიკაციაზე, ადაპტაციაზე, პუბლიკაციაზე, თარგმანზე, ქვე-ლიცენზირებაზე, ასევე ამ მასალების საფუძველზე კვლავწარმოებულ ნამუშევარზე, ან მსგავსი თანამეგობრობის კონტენტის ჩართვაზე ნებისმიერ ფორმაში, გარემოში, ან დღეისთვის ცნობილ ტექნოლოგიაში, ან შემდგომში სამყაროში შექმნილ ახალ-ახალ გამოგონებებში. გარდა ამისა, თქვენ იძლევით გარანტიას იმისა, რომ თქვენს მიერ ატვირთული, ან განთავსებული კონტენტი არ არღვევს ნებისმიერი პირის ე.წ. „საჯაროობის უფლებებს“ ან „მორალულ უფლებებს“ ან სხვა მსგავს, ან ანალოგიურ უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან რეგიონში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
თქვენ თანახმა ხართ გაგვანთავისუფლოთ პასუხესმგებლობისგან ნებისმიერი პრეტენზიის, დაზიანების, დანაკარგის და მესამე მხარეს ქმედებებით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც გამომდინარეობს, ან გამოწვეულია ნებისმიერ მომხმარებლის ფორუმზე თქვენს მიერ რაიმე სახის თანამეგობრობის კონტენტის განთავსების, ან ატვირთვის შედეგად, ან ჩვენთვის ნებისმიერი თანამეგობრობის კონტენტის გადმოცემის შედეგად, ან თქვენს მიერ თანამეგობრობის პრინციპების უგულვებელყოფის შედეგად.
8. საიტზე განთავსებული ელ.ფოსტის მისამართების გამოყენება
როდესაც იყენებთ რომელიმე ელ.ფოსტას, რომელიც საიტზე არის განთავსებული ან საიტის, ან სხვა შემოთავაზებების მეშვეობით გახდა თქვენთვის ხელმისაწვდომი, თქვენ ეთანხმებით, რომ აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართებს გამოიყენებთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად და არ გადასცემთ არც ერთ პირს, ან ორგანიზაციას:
- ნებისმიერ კონტენტს, რომელიც არღვევს თანამეგობრობის პრინციპებს მომხმარებლის ფორუმებთან მიმართებაში, ან არის უკანონო, თაღლითური, მუქარის შემცველი, შეურაცმყოფელი, ცილისმწამებლური, დისკრედიტაციის მატარებელი, ვულგარული, უხამსი, მავნე, ძალადობრივი, მზაკვრული, სხვა პირის პირად სივრცეში შეჭრის ელემენტების მატარებელი, სიძულვილის მატარებელი, ან რასისტული, ეთნიკური ან სხვა ნიშნით მიუღებელი, ან კონფიდენციალურობის კუთხით ხელშეკრულებით დასარეგულირებელი, ან ჩვენი ან ნებისმიერი მესამე მხარეს ინტელექტუალური ან სხვა საკუთრების უფლების დამრღვევი;
- ნებისმიერი არასაჯარო ინფორმაცია რომელიმე კომპანიის შესახებ;
- ნებისმიერი სავაჭრო საიდუმლოება; ან
- ნებისმიერი კომპიუტერული კოდი, ფაილი ან პროგრამა (მაგ. კომპიუტერის ვირუსი) შექმნილია ნებისმიერი მოწყობილობის მუშაობის შეფერხების, მწყობრიდან გამოსვლის, უსაფრთხოების დაცვისთვის ხელის შეშლის, ან ფუნქციონირების შეზღუდვის მიზნით.
- სპამის გაშვება კატეგორიულად იკრძალება. სპამად ითვლება ყველა ის არასასურველი შეტყობინება გაგზავნილი ნებისმიერ პირთან, ორგანიზაციაში, ახალი ამბების ჯგუფში, ფორუმებში, ელ. ფოსტების სიებში ან სხვა ჯგუფებში ან სიებში, თუ მასზედ მიმღებისგან წინასწარ არ არის მიღებული ავტორიზაცია, სადაც ის პირდაპირ აცხადებს თანხმობას კომუნიკაციის მიღებაზე, ან თუ მიმღებთან უკვე დამყარებულია ბიზნეს თანამშრომლობა ან პირადი ურთიერთობა. თუ „დასპამული“ ხართ რომელიმე პირისგან, რომელიც რეალიზაციას ახდენს, ან წარმოადგენს HERBALIFE-ის პროდუქტებს, ან ბიზნეს შესაძლებლობებს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.
- აკრძალულია Herbalife-ის ან / და მის პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებული ელ. ფოსტისთვის ყალბი სათაურების გამოყენება, ან ფალსიფიცირება, ან ამ ელ. ფოსტის წარმომავლობის გაყალბება, ან შეცვლა.
- თუ პირი, ან ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მათ არ სურთ ელ. ფოსტის მიღება, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ გააგზავნოთ ელ. ფოსტა ამ პირებთან, ან ორგანიზაციებში. თუ პირი თავდაპირველად დაეთანხმა ელ. ფოსტის მიღებას, მაგრამ მოგვიანებით გთხოვათ, რომ შეწყვიტოთ მათი გაგზავნა, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილოთ მისი მოთხოვნა.
- Herbalife-ი კრძალავს ნებისმიერ ზემოაღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობას პირადად, ან სხვა პროვაიდერის მომსახურების, ან მეილის გადამისამართების სერვისის მეშვეობით, ან სხვა გზით.
9. ჩვენი საკუთრების უფლებები
აღნიშნული საიტი და მასში ამჟამად შემავალი, ან მომავალში შესული ყველა კონტენტი, მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად სტატიები, შეხედულებები, სხვა ტექსტები, დირექტორიები, სახელმძღვანელოები, ფოტოები, ილუსტრაციები, გამოსახულებები, ვიდეოები და აუდიო კლიპები და სარეკლამო ასლები, ისევე როგორც სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, დომენის სახელები, კოდები, სავაჭრო დასახელებები, სერვისის ნიშნები, პატენტები და ნებისმიერი და ყველა საავტორო უფლების მატარებელი მასალა (მათ შორის წყაროს და ობიექტის კოდი) და/ ან ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი სხვა ფორმა (კოლექტიურად წოდებული როგორც „მასალა“) წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას, ან ჩვენს მიერ ან სხვა ავტორიზებული მესამე მხარეს მიერ ლიცენზირებულ საკუთრებას და დაცულია არასანქცირებული გამოყენების, გადამრავლების და გავრცელებისგან საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის, საჯაროობის დაცვის და სხვა კანონების ფარგლებში და საერთაშორისო შეთანხმებებით. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩვენს მიერ წერილობით მკაფიოდ არის ნებადართული, ნებისმიერი მასალა არ უნდა მოიპოვოთ, მოახდინოთ კვლავწარმოება, გადააგზავნოთ, გაყიდოთ, გასცეთ ლიცენზია, შეცვალოთ, შექმნათ წარმოებული ნამუშევრები, ხელახალი პუბლიკაცია, რევერსული ინჟინერია, ატვირთოთ, შეცვალოთ, განათავსოთ, გადააგზავნოთ, საჯაროდ წარმოადგინოთ, მოახდინოთ ფორმირება, დააკავშიროთ, გაავრცელოთ, ან გამოიყენოთ მთლიანად ან ნაწილობრივ.
არაფერი ის, რაც წინამდებარე ხელშეკრულებაში შედის ან საიტზეა განთავსებული არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნებისმიერი მასალის ნებისმიერი გზით გამოყენებაზე ლიცენზიის, ან გამოყენების უფლების მინიჭება არაპირდაპირ, ან მხარესთვის გასაჩივრების დაუშვებლობით ან სხვაგვარად, ჩვენს მიერ ან საიტზე წარმოდგენილ მასალებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებამოსილი მესამე მხარეს მიერ ამის შესახებ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ნებისმიერი მასალის არაავტორიზებული გამოყენება, კოპირება, კვლავწარმოება, მოდიფიკაცია, პუბლიკაცია, განმეორებითი პუბლიკაცია, ატვირთვა, ფორმირება (framing), ჩამოტვირთვა, დაპოსტვა, გადაგზავნა, გავრცელება, დუბლირება ან სხვა ნებისმიერი ფორმით არასათანადოდ გამოყენება მკაცრად აკრძალულია. მასალების გამოყენება ნებისმისმიერი სხვა ფორმით, რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არ არის ნებადართული განისაზღვრება, როგორც აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევა და შეიძლება წარმოადგენდეს საავტორო უფლებების და/ ან საპატენტო უფლებების დარღვევას. თქვენ ეთანხმებით, რომ არ გამოიყენებთ მასალებს ნებმისმიერი უკანონო მიზნებისთვის და არ დაარღვევთ ჩვენი, ან სხვების უფლებებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ ჩაერევით (ან არ მიანიჭებთ მესამე მხარეს პარტნიორობის უფლებებს, რომ ჩაერიოს) სხვა დამოუკიდებელი პარტნიორების მიერ საიტის გამოყენების ნორმალურ პროცესში, მათ შორის სხვა დანარჩენთა ერთად საიტის ადმინისტრაციულ ნაწილში წვდომაში. თქვენ ეთანხმებით, რომ განაცხადებთ სხვა პირების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის თქვენთვის ცნობილი ფაქტების შესახებ. გაცნობებთ, რომ უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს უფლებებს კანონის სრულ ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, შევცვალოთ, შევწყვიტოთ, ამოვიღოთ ან შევაჩეროთ ნებისმიერი განთავსებული მასალა წინასწარი გაფრთხილების და ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე. Herbalife-ი, ჩვენი ლოგო და კომპანიის მიერ წარმოებული, რეკლამირებული, რეალიზებული ან გავრცელებული პროდუქტების დასახელებები წარმოადგენს Herbalife International of America, Inc.-ის, ან მასთან ასოცირებული სუბიექტების სავაჭრო ნიშნებს და/ ან ე.წ. ‘სერვისის ნიშნებს’. ყველა სხვა სავაჭრო ნიშნები, სერვისის ნიშნები, და ლოგოები გამოყენებული საიტზე, ან სხვა შემოთავაზებებში - წარმოადგენს შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნებს, სერვისის ნიშნებს, ან ლოგოებს.
10. პარტნიორობა და რეგისტრაცია
საიტის გარკვეულ ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს რეგისტრაცია, ან სხვა გზით წარმოიშვება მოთხოვნა, რომ წარმოადგინოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ საიტის გარკვეული ფუნქციებში, ან მოგენიჭოთ გარკვეულ კონტენტზე წვდომა. საიტის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მართვა რეგულირდება მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკით. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითია და არჩევითი. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ არ მოგვაწოდოთ მსგავსი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში შეიძლება ვერ შეძლოთ ზოგიერთ კონტენტზე წვდომა ან საიტის ზოგიერთ ფუნქციაში მონაწილეობის მიღება.
საიტზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც თქვენი ექაუნთით, ელ. ფოსტით, ან პაროლის გამოყენებით განხორციელდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში და თანახმა ხართ, რომ არ გაყიდით, გადასცემთ ან მიანიჭებთ თქვენს პარტნიორობას, მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უფლებებს, ან თქვენთვის საიტზე ხელმისაწვდომ ნებისმიერ ელ. ფოსტას. თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის დაცვა მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა, ისევე როგორც თქვენს კომპიუტერზე წვდომის შეზღუდვა ისე, რომ სხვებს არ მიეცეთ საშუალება, რომ საიტის პაროლით დაცულ ნაწილზე ჰქონდეთ წვდომა, ან საიტის მიერ გაცემულ ელ. ფოსტის მისამართზე თქვენი სახელის სრულად, ან ნაწილობრივ გამოყენებაზე წვდომა. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ან შეტყობინების საფუძველზე გავაუქმოთ თქვენი პაროლი და პარტნიორობა, ნებმისმიერი მიზეზით ან მიზეზგარეშე.
11. იდეების შემოთავაზება
მოხარულნი ვართ მომხმარებლებისგან მივიღოთ შეფასებები და კომენტარები Herbalife -ის პროდუქტების და სერვისების შესახებ. თუმცა ჩვენი დიდი ხნის წინ შემუშავებული პოლიტიკა არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავეთანხმოთ, ან გავითვალისწინოთ კრეატიული იდეები, რჩევები, ან მასალები გარდა იმისა, რაც სპეციალურად მოთხოვნილი იქნება კომპანიის მიერ (იხ. ქვემოთ). ვაფასებთ რა თქვენს შეხედულებებს ჩვენს სერვისებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით, გთხოვთ, რომ კომენტარებში დააკონკრეტოთ აღნიშნული სერვისები და პროდუქტები და ის, რომ არ აგზავნით რაიმე სახის კრეატიულ იდეებს, რჩევებს, ან მასალებს. იმედი გვაქვს, რომ გაგებით მოეკიდებით იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პოლიტიკის მიზანია თავიდან იქნას აცილებული მომავალში შესაძლო გაუგებრობები, როდესაც ჩვენს მიერ ან ჩვენთან ასოცირებული სუბიეტების პროფესიონალთა გუნდის მიერ შემუშავებული პროექტი, შეიძლება სხვებს მოეჩვენოთ, როგორც მათი პირადი კრეატიული ნამუშევრის მსგავსი. შესაბამისად, ჩვენ გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი კრეატიული ნამუშევრის ორიგინალი, როგორიცაა შოუს დიზაინი, ფოტოები, ნახატები, ან ორიგინალური ხელოვნების ნიმუშები.
თუ თქვენ გამოაგზავნით, ან დაპოსტავთ გარკვეულ, სპეციფიურ ნამუშევრებს ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე (მაგ. განცხადებების დაფაზე, ან კონკურსთან დაკავშირებით), ან თუ გამოგვიგზავნით კრეატიულ რჩევებს, იდეებს, შენიშვნებს, ფოტოებს, ნახატებს, კონცეფციებს, ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას (შემდგომში თითოეული წოდებული როგორც „ წარმოდგენილი მასალა“ და კოლეტიურად როგორც „წარმოდგენილი მასალები“), მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, რომ არ გამოაგზავნოთ რაიმე სახის ნებაყოფლობით წარმოდგენილი მასალა ან სხვა კრეატიული ნამუშევარი, ყოველ ჯერზე ისინი ჩაითვლება, როგორც არაკონფიდენციალური და არადაპატენტებული მასალა. აღნიშნული პარაგრაფის მიზნებისთვის, ყველა თანამეგობრობის კონტენტი უნდა განისაზღვროს როგორც წარმოდგენილი მასალები. ნებისმიერი წარმოდგენილი მასალა არ უნდა გახდეს ჩვენს მიმართ ნდობის კუთხით რაიმე სახის ვალდებულების წარმომშობი და ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი აღნიშნული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენების, ან გაზიარების შემთხვევაში. ნებისმიერი წარმოდგენილი მასალა ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება შეუზღუდავად, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის, სხვა დანარჩენთან ერთად მისი კვლავწარმოების, გაზიარების, გადაცემის, პუბლიკაციის, ტრანსლირების ან დაპოსტვის მიზნით, ხოლო თქვენ შეუქცევადად უარს აცხადებთ ნებისმიერ პრეტენზიაზე, თუ აღნიშნული მასალების გამოყენებით ირღვევა თქვენი რომელიმე უფლება, მათ შორის, სხვა დანარჩენთან ერთად, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშნის დაცვის უფლება, მორალური უფლება, კონფიდენციალურობის დაცვის უფლება, საპატენტო და სხვა საკუთრებრივი უფლებები, პუბლიკაციის უფლება, უფლება იყოს აღიარებული მასალების ან იდეების საფუძველზე. ჩვენ გვექნება და შეუქცევადად გადმოგვეცემა უფლება, მაგრამ არა ვალდებულება წარმოდგენილი მასალების კვლავწარმოებაზე, მოდიფიკაციაზე, ადაპტირებაზე, პუბლიკაციაზე, ტრანსლირებაზე , ლიცენზირებაზე, წარმოებაზე, განთავსებაზე, გაყიდვაზე, თარგმანზე, ჩართვაზე, მათგან წარმოებული სამუშაოების შესრულებაზე, გავრცელებაზე და სხვაგვარ გამოყენებაზე ნებისმიერ და ყველა დღეისთვის ცნობილი, ან შემდგომში სამყაროში შექმნილი მედია საშუალების მიერ განუსაზღვრელი ვადით, თქვენს მიერ ყოველგვარი კომპენსაციის ან მასალების საფუძველზე აღიარების მიღების უფლების გარეშე. წარმოდგენილი მასალების საიტზე ატვირთვით, ან ჩვენთვის მოწოდებით თქვენ განაცხადებთ, რომ ისინი თქვენთვის ორიგინალია და არ არღვევთ, ან ზღუდავთ რომელიმე მესამე მხარეს უფლებებს, მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად რომელიმე ინტელექტუალური საკუთრების და პუბლიკაციაზე და/ ან კონფიდენციალურობის დაცვის უფლებებს. საიტზე და / ან ჩვენთან ყველა სახის წარმოდგენილი მასალა უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ჩვენს საკუთარებად და არ მოხდება მის მიღებაზე დადასტურება, ან უკან დაბრუნება. თქვენ ეთანხმებით და აცნობიერებთ, რომ ჩვენ არ გვეკისრება არანაირი ვალდებულება საიტზე ან ჩვენთან თქვენს მიერ ნებისმიერი წარმოდგენილი მასალის გამოყენებაზე და რომ არ გაქვთ უფლება გვაიძულოთ მათი გამოყენება. წინამდებარეთი თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი ურთიერთობა ჩვენთან არ ატარებს კონფიდენციალურ, მინდობილობით აღჭურვილ ან სხვა სპეციფიურ ხასიათს და რომ თქვენი გადაწყვეტილება აღნიშნული მასალების წარმოდგენით არ გვაყენებს იმისგან განსხვავებულ პოზიციაში, ვიდრე საზოგადოების წავრებს გააჩნიათ თქვენი წარმოდგენილი მასალების მიმართ. თქვენ გესმით და ადასტურებთ, რომ ჩვენ ფართო წვდომა გაგვაჩნია ჩვენი თანამშრომლების მიერ მუდმივად წარმოდგენილ, ან შემუშავებულ იდეებთან, ისტორიებთან, პროექტებთან და სხვა ლიტერატურულ მასალებთან, ასევე ახალ იდეებთან. ბევრი იდეა, ან ისტორია შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალების კონკურენტული, მსგავსი ან იდენტური თემატიკის, იდეის, ფაბულის, ფორმატის ან სხვა კუთხით. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ვერ მიიღებთ კომპენსაციას ჩვენს მიერ რომელიმე მსგავსი, ან იდენტური მასალის გამოყენების შემთხვევაში. და ბოლოს, თქვენ აღიარებთ, რომ ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება წარმოგეშვათ, ან გამომდინარეობდეს ჩვენს მიერ საიტზე, ან პირდაპირ ჩვენთან წარმოდგენილი თქვენი მასალების ფაქტობრივი ან სავარაუდო ექსპლუატაციის, ან გამოყენების შემთხვევაში, მიყენებული ზარალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ იქნება შეუქცევადი, ან სხვაგვარად საკმარისი იმისთვის, რომ შეგექმნათ საფუძველი სასამართლო გზით აკრძალვის, ან სხვა სამართლებრივი რეგულაციით, ან სხვა რომელიმე საშუალებით მოახდინოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე, ან სავარაუდოდ მათ საფუძველზე მიმდინარე წარმოების, მათი გავრცელების, გამოფენის, ან სხვაგვარად ექსპლუატაციის აღკვეთა, ასევე თქვენი უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები ნებისმერ ასეთ შემთხვევაში მკაცრად უნდა შეიზღუდოს ზარალის ანაზღაურების უფლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სასამართლოს სარჩელის ფარგლებში.
12. საავტორო უფლებები და საავტორო უფლებების დამცველი სააგენტოები
Herbalife-ი პატივს სცემს სხვების ინტელექტუალურ საკუთრებას და ჩვენს მომხმარებლებს ვთხოვთ, რომ იგივე გააკეთონ. ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის (Digital Millennium Copyright Act) თანახმად, Herbalife-მა დაადგინა საავტორო უფლებების სააგენტო იმისთვის, რომ მიიღოს ყველა სახის შეტყობინება საიტზე საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების შესახებ. აღნიშნულ აგენტს, ბატონ ჯორჯ ფიშერს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელ. ფოსტით GeorgeF@herbalife.com
თუ თვლით, რომ ნებისმიერი თანამეგობრობის კონტენტი არღვევს საავტორო უფლებას თქვენს საქმიანობასთან, ან თქვენს მიერ კონტროლირებად საქმიანობასთან მიმართებაში, ან თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი დაკოპირებულია ისე, რომ გადის საავტორო უფლების დაღვევის კატეგორიაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ, წერილობით მიაწოდოთ კომპანიის საავტორო უფლებების დამცველ აგენტს (დეტალებისთვის იხ. ა.შ.შ.-ს კოდექსის ნაწ.17 § 512(c)(3)) შემდეგი ინფორმაცია:
- ელექტრონული, ან ფიზიკური ხელმოწერა იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია საავტორო ინტერესის მფლობელის სახელით იმოქმედოს;
- საავტორო უფლებით დაცული ნამუშევრის აღწერილობა, რომელთან მიმართებაშიც გაქვთ პრეტენზია, რომ დაირღვა საავტორო უფლება, ან საავტორო უფლებით დაცულ რამდენიმე ნამუშევარზე ვრცელდება ერთი შეტყობინება, წარმოდგენილი აღნიშნული ნამუშევრების ჩამონათვალით;
- ზუსტი URL ან აღწერილობა, რომელიც საშუალებას მისცემს Herbalife-ს განსაზღვროს საავტორო უფლების დარღვევის მატარებელი მასალის ზუსტი ლოკაცია საიტზე;
- თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა;
- თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ სადავო გამოყენების ფაქტი არ არის ნებადართული საავტორო უფლების მფლობელის, მისი აგენტის ან მოქმედი განონმდებლობის ფარგლებში;
- თქვენი განცხადება, სადაც ადასტურებთ, რომ თქვენს შეტყობინებაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია ზუსტია იმის გათვალისწინებით, რომ ცრუ ჩვენება დასჯას ექვემდებარება, და რომ თქვენ ფლობთ საავტორო უფლებას, ან საავტორო უფლების მფლობელის მიერ უფლებამოსილი პირი ხართ და მის ნაცვლად მოქმედებთ.
13. პრომოუშენები
აღნიშნული საიტი შეიძლება შეიცავდეს ლატარიებს, კონკურსებს ან სხვა პრომოუშენებს, რომელიც მოითხოვს რომ გააგზავნოთ მასალა, ან ინფორმაცია თქვენს შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტზე შემოთავაზებული ლატარიები, კონკურსები, ან პრომოუშენები შეიძლება რეგულირდებოდეს და ხშირად ასეა - სხვა წესებით, რომელთაც ამგვარი ლატარიების, კონკურსების, ან პრომოუშენების აღწერილობასთან ერთად, შეიძლება გააჩნდეთ შეზღუდვები, მაგალითად ასაკობრივი ზღვარის, ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალების გამოყენების მარეგულირებელ წესებსა და პირობებს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ წაიკითხოთ მსგავსი წესები, რომ განსაზღვროთ გსურთ თუ არა, ან აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს, რომ მიიღოთ მონაწილეობა, დარეგისტრირდეთ და/ ან ჩაერთოთ ამ აქტივობებში. ნებისმიერ მსგავს ლატარიაში, კონკურსში ან პრომოუშენში ჩართვით თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ ამ წესებს და დაემორჩილებით მითითებული სპონსორ(ებ)ის გადაწყვეტილებებს, რაც უნდა იყოს საბოლოო და სავალდებულო ნებისმიერ ასპექტში.
14. ბმულები
ჩვენ შეიძლება საიტზე წარმოდგენილი გვქოდეს გარეშე ვებსაიტების, ან წყაროების ბმულები. ჩვენს მიერ ბმულების გაზიარება არ ადასტურებს მათ საიტებზე განთავსებული ინფორმაციის, ან შეთავაზებული პროდუქტების ან სერვისების არსებობას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ინტერნეტის რომელიმე ნაწილის, მათ შორის სხვა მსოფლიო მასშტაბის ვებსაიტების შინაარსზე, ან მუშაობაზე, რომელთანაც საიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ბმულით, ან რომელთაგან შესაძლებელი იყოს საიტზე წვდომა. გთოხვთ გვაცნობოთ, თუ შეამჩნიეთ შეცდომა, ან შეუფერებელი მასალა განთავსებული ვებსაიტებზე, რომელთანაც აღნიშნული საიტი დაკავშირებულია, ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ბმულით.
15. შეცდომები
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ შევინარჩუნოთ საიტის და სხვა შემოთავაზებების მთლიანობა, ჩვენ ვერ ვიძლევით მათი სისწორის ან სრულყოფილების გარანტიას. თუ თვლით, რომ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე ან სხვა შემოთავაზებებში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 866-617-4273 და, თუ ეს შესაძლებელია, მოგვაწოდოთ შეცდომის აღწერილობა, მისი URL ლოკაცია და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ გავწევთ გონივრულ ძალისხმევას თქვენს მიერ წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად.
16. გარანტიებზე უარის თქმა; ვალდებულებების შეზღუდვა
თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ აღნიშნული საიტი და მასში შემავალი ყველა მასალა და ინტელექტუალური საკუთრება ვრცელდება ისე „როგორც არის“, „როგორც ხელმისაწვდომია“, „ყველა შეცდომასთან ერთად“ და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, როგორც აშკარა, ისე ირიბად ნაგულისხმევი, მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად სათაურთან დაკავშირებული გარანტიები, ან ირიბი გარანტია გაყიდვებისთვის ვარგისიანობის, ყოველგვარი უფლების დაცვის, ან კონკრეტული მიზნებისთვის გამოსადეგობის, ან საკანონმდებლო და სხვა მდგომარეობით წარმოშობილი, ან გარიგების მიმართულებით, ან ვაჭრობის გამოყენებით წამოჭრილი არაპირდაპირი გარანტიები. ზოგ იურისდიქციაში არ არის ნებადართული გამონაკლისების დაშვება არაპირდაპირ გარანტიებში, ასე რომ შეიძლება გამონაკლისები არ შეგეხოთ. თქვენ შეიძლება სხვა ისეთი უფლებებიც გაგაჩნდეთ, რაც იურისდიქციის მიხედვით განსხვავდება.
თქვენ თანახმა ხართ, რომ თქვენი შვილობილი, თქვენთან ასოცირებული, თქვენს მიერ სუბსიდირებული, ლიცენზიარები და უფლებამოსილი მხარეები, და თითოეული მათგანის დაქირავებული თანამშრომელი, ლიდერი და დირექტორი (კოლექტიურად წოდებული როგორც „განთავისუფლებული მხარეები“) არ არიან თქვენს მიმართ ვალდებულნი ნებისმიერი სახის დაზიანების ანაზღაურებაზე, როგორც დელიქტის, კონტრაქტის ან პირდაპირი ვალდებულების დაკისრების ან სხვა ზემოქმედების მექანიზმით, მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად ნებისმიერი პირდაპირი, სპეციალური, არაპირდაპირი, შემთხვევითი, მიზეზშედეგობრივი, ან დამსჯელობით ხასიათის დაზიანებები წარმოშობილი ნებისმიერ კონტექსტში, ან გამომდინარე საიტის, ან სხვა შემოთავაზებების, მომხმარებელთა ფორუმების ფუნქციონირებიდან, ან მათთან კავშირში, მასალებიდან გამომდინარე, ან ნებისმიერი შეცდომით ან პრობლემით გამოწვეული მათ ტექნიკურ ექსპლუატაციაში, ან მასალებში, მაშინაც კი თუ ჩვენ წინასწარ გაფრთხილებულნი ვიყავით მსგავსი დაზიანების წარმოშობის შესახებ, რაც გამოწვეულია მთლიანად, ან ნაწილობრივ დაუდევრობით, ღმერთის ნებით, ტელეკომუნიკაციის გაუმართაობით, საიტის, ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის და პროგრამების მოპარვით ან განადგურებით. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ნაწილის მიუხედავად, არც ერთ შემთხვევაში და არანაირ გარემოებაში განთავისუფლებული მხარე არ იქნება თქვენს მიმართ ვალდებულებაში ნებისმიერი მიზეზით, ან ნებისმიერი ქმედების შედაგად 50 ა.შ.შ. დოლარზე ($50) მეტ თანხის ფარგლებში. ზოგიერთ იურისდიქციაში არ არის ნებადართული შეზღუდვები, ან გამონაკლისები კონკრეტულ გარანტიებსა და პირობებში და/ ან ზარალის ზოგიერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ამიტომ ზოგიერთი ზემოთხსენებული დებულება შეიძლება თქვენზე არ გავრცელდეს.
ჩვენ არ წარმოვადგენთ ან არ ვიძლივით გარანტიას ამ საიტზე განთავსებული ინფორმაციის, ფაქტების, ხედვების, მოსაზრებების, განცხადებების ან რეკომენდაციების სრულყოფილებაზე, სისწორეზე, სანდოობაზე, ან ადეკვატურობაზე, ნებისმიერ შემოთავაზებასა და / ან მასალაში, გარდა შემოთავაზებაში წარმოდგენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სიზუსტეზე გარანტიებისა. საიტზე რომელიმე მესამე მხარეს პროდუქტის, პროცესის, პუბლიკაციის ან სერვისის ხსენება მათი სავაჭრო დასახელების, დომენის სახელწოდების, სავაჭრო ნიშნის, სერვისის ნიშნის, ლოგოს, მწარმოებლის ან სხვა სახით განთავსების გზით არ ნიშნავს ჩვენს მიერ მათ მოწონებას, ან მათთვის რეკომენდაციის გაწევას. აღნიშნული საიტის მომხმარებელთა ხედვები და შეხედულებები აუცილებელი არ არის, რომ ემთხვეოდეს კომპანია Herbalife -ის ხედვებს. მომხარებლები პირადად არიან პასუხისმგებელნი, რომ საჭიროებისამებრ მიიღონ პროფესიონალების რჩევები ამ საიტზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის, შეხედულებების, რჩევების ან კონტენტის შესახებ.
ინტერნეტი შეიძლება უსაფრთხოების დარღვევის საგანი გახდეს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი რომელიმე მომხმარებლის პერსონალური კომპიუტერის დაზიანებაზე აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში, ან ოპერირების, ან კავშირის დროს ნებიმსიმიერი ტიპის ვირუსით, სისტემის გაუმართაობით, მანიპულირებით, არასანქცირებული ჩარევით, მაქინაციებით, შეცდომით, დაუდევრობით, შეწყვეტით, წაშლით, წუნით, გაჭიანურებით, კომპიუტერული ხაზის გაუმართაობით ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით ან გაუმართაობით გამოწვეული ზიანის მიყენებაზე. თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით გაგზავნილი ელ.ფოსტა შეიძლება არ იყოს დაცული უსაფრთხოების კუთხით და ეს უნდა იცოდეთ მანამ, სანამ რაიმე სახის ინფორმაციას გააგზავნით ინტერნეტის მეშვეობით. ჩვენ ვერ დავამოწმებთ, ან ვერ გავცემთ გარანტიას აღნიშნული საიტის შესაბამისობის, ფუნქციურობის, ხელმისაწვდომობის ან მუშაობის შესახებ. ეს საიტი შეიძლება დროებით ხელმიუწვდომელი იყოს სისტემის განახლების ან კომპიუტერული მოწყობილობის გაუმართაობის გამო.
17. კომპენსაცია
აღნიშნული საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიას და განთავისუფლებულ მხარეებს აუნაზღაურებთ დანახარჯებს ნებისმიერი მესამე მხარის მიერ წამოჭრილი პრეტენზიის, დაუსაბუთებელი პრეტენზიის, მოთხოვნის, ქმედებებით გამოწვეული შედეგების, განაჩენების, დაზიანებების, დანაკარგების, ვალდებულებების გამო და ასევე ადვოკატირებით გამოწვეულ ყველა გადასახადებს და ხარჯებს, მათ შორის სხვა დანარჩენთან ერთად ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია, ან უკავშირდება: თქვენს მიერ მტკიცებულებების, გაცემული გარანტიების, ხელშეკრულების ან შეთანხმებების დარღვევის ფაქტებს; თქვენს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების, ან სხვა რომელიმე კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას; წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის გზით თქვენს მიერ ამ საიტის და/ ან მასალების გამოყენებას; თქვენი კომპიუტერით, ან დამოუკიდებელი პარტნიორის ექაუნთით დაპოსტილ, ან გადაცემულ ინფორმაციას, ან მასალებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს მიერ არ არის წარმოდგენილი და არღვევს ნებისმიერი პირის საავტორო, ან სავაჭრო ნიშნის დაცვის უფლბებს, სავაჭრო საიდუმლოებას, საქონლის გაფორმების (ე.წ. ‘სავაჭრო კაბის’), პატენტის, საჯაროობის, კონფიდენციალურობის დაცვის ან სხვა უფლებებს, ან სახელს უტეხს მას, ნებისმიერ არასწორ მტკიცებულებას თქვენი მხრიდან; და/ ან ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენებას. თქვენ საჭიროების შემთხვევაში სრულად და გონივრულ ფარგლებში ითანამშრომლებთ კომპანიასთან მის წინააღმდეგ წამოჭრილი პრეტენზიის შემთხვევაში დაცვის კუთხით. კომპანია უფლებას იტოვებს საკუთარი ხარჯით შეაფასოს ექსკლუზიური თავდაცვის და კონტროლის გზები ნებისმიერ წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში, რაც სხვაგვარად თქვენი მხრიდან კომპენსაციის საგანს წარმოადგენს და თქვენ არც ერთ გარემოებაში არ უნდა წამოჭრათ მსგავსი საკითხები ჩვენი მხრიდან წერილობითი თანხმობის გარეშე.
18. ხელშეკრულების შეწყვეტა; მოდიფიკაცია
ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებს მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო შესასრულებლად. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ფორმით დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდვები საიტზე მთლიანად, ან მის რომელიმე ნაწილში წვდომაზე (მათ შორის საიტის ნებისმიერი ვებ საკუთრებაზე, ან საიტის გაცემულ ელ. ფოსტაზე) და ასევე გამოიწვიოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა შემთხვევის შესასწავლად. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მოთხოვნისგან ნებისმიერი ფორმით განთავისუფლება ძალადაკარგულად ითვლება და ვერ მოახდენს ზემოქმედებას თუ ის წერილობით არ არის გაფორმებული და სათანადოდ არ არის ხელმოწერილი Herbalife-ის პასუხისმგებელი პირის მიერ. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღნიშნული საიტის მთლიან, ან ნაწილობრივ შეცვლაზე, ან ფუნქციონირების შეწყვეტაზე (მათ შორის, სხვა დანარჩენთან ერთად Bizwork-ის პლატფორმაზე განთავსებული რომელიმე კონკრეტული ვებ-საკუთრების) მასზედ თქვენთან, ან რომელიმე მესამე მხარესთან წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. თქვენი პარტნიორობის, ან საიტზე წვდომის შეწყვეტის, ან Herbalife-ის მოთხოვნის საფუძველზე, თქვენ უნდა გაანადგუროთ აღნიშნული საიტიდან მოპოვებული ნებისმიერი მასალა და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე მათი ასლები და დაინსტალირებული პროგრამები. გაცნობებთ, რომ ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს უფლებებს კანონის სრულ ფარგლებში.
თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილად მიიჩნევა კომპეტენტური იურისდიქციის მქონე ნებისმიერი სასამართლოს მიერ, ამგვარი დებულების ბათილობა არ იმოქმედებს ამ შეთანხმების დანარჩენი დებულებების მოქმედებაზე, რაც სრულყოფილად დარჩება ძალასა და მოქმედებაში.
19. ა.შ.შ.-ს კანონი
ჩვენ საიტის ოპერირებას ვახდენთ ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე. ამ საიტზე არსებული ინფორმაცია შეიძლება მიუღებელი, ან ხელმიუწვდომელი იყოს გამოსაყენებლად სხვა ტერიტორიაზე, და აკრძალული მასზე წვდომა იმ ტერიტორიებიდან, სადაც საიტის კონტენტი შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს. თუ შეეცდებით საიტზე, ან სხვა შემოთავაზებებზე წვდომას ა.შ.შ.-ს ტერიტორიის გარეთ, თქვენ ვალდებული ხართ დაემორჩილოთ ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს, იმდენად, რამდენადაც ეს ადგილობრივი კანონები ვრცელდება საიტთან მიმართებაში.
საიტზე, ან სხვა შემოთავაზებებში გამოყენებული ყველა პროგრამა ექვემდებარება ა.შ.შ.-ს ექსპორტის კონტროლს. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა არ შეიძლება გადმოწერილი ან სხვაგვარად ექსპორტირებული,ან რე-ექსპორტირებული იქნას (i) კუბაში, ბირმაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, კოტ-დივუარში, ერაყში, ლიბიაში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, სირიაში, სუდანში, ვენესუელში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში (ან მათ მოქალაქეებთან, ან რეზიდენტებთან), რომლებშიც ა.შ.შ.-ს ემბარგო აქვს დაწესებული საქონლის შეტანაზე; ან (ii) ა.შ.შ.-ს ფინანსთა სამინისტროს „სპეციალურად განსაზღვრული მოქალაქეების“ (Specially Designated Nationals) სიაში ან ვაჭრობის სამინისტროს „უარის ბრძანებების ცხრილში“( Table of Deny Orders) შესულ ნებისმიერ პირთან. ნებისმიერი ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვის, ან გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას იმისა, რომ არ იმყოფებით ასეთ ქვეყნებში, ან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან არ ხართ მათი მოქალაქე, ან რეზიდენტი, ან არ ხართ შეყვანილი ზემოაღნიშნულ სიებში.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შევზღუდოთ საიტეზე, ან სხვა შემოთავაზებებზე წვდომა რომელიმე პირისთვის, გეოგრაფიული მხარედან, ან იურისდიქციიდან.
20. სხვადასხვა
აღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია ა.შ.შ.-ს კანონის, ასევე კალიფორნიის შტატის კანონების გათვალისწინებით (გარდა კალიფორნიის კანონის პრინციპთა კონფლიქტისა, რაც გამოიწვევს სხვა იურისდიქციის კანონების გამოყენებას) და კონკრეტულად არ იქნება რეგულირებული გაეროს კონვენციებით ‘საქონლის საერთაშორისო გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე’, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თქვენსა და ჩვენს შორის ნებისმიერი დავა უნდა იქნას განხილული შტატის ან ფედერალურ სასამართლოში, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში, სარჩელის გამომწვევი ფაქტის მოხდენიდან 90 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სამუდამოდ დაიხურება. თქვენ წინამდებარეთი ადასტურებთ და ემორჩილებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს იურისდიქციას და სასამართლოს სხდომებს, რომლებიც ტარდება კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში, წინამდებარე ხელშეკრულებასთან, ან საიტთან მიმართებაში წამოჭრილ სარჩელთან დაკავშირებით.
21. კალიფორნიის შტატის კონფიდენციალურობის დაცვის უფლებები
კალიფორნიის შტატის რეზიდენტებს, კალიფორნიის სამოქალაქო კოდის საფუძველზე, უფლება აქვთ კალიფორნიის შტატში ფუნქციონირებადი კომპანიებიდან მოითხოვონ ყველა მესამე მხარეთა სია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელთაც კომპანიამ წინა წლის განმავლობაში გაუზიარა მათი პერსონალური მონაცემები (მაგ. 2010 წელს გაგზავნილ მოთხოვნაზე შესაძლებელია 2009 წლის ინფორმაციის მიღება). ჩვენ ვიცავთ აღნიშნულ კანონს ვთავაზობთ რა ჩვენს ვიზიტორებს შესაძლებლობას, გვაცნობონ თუ არ სურთ გაუზიარონ საკუთარი პერსონალური მონაცემები მესამე მხარეებს მათი მხრიდან პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ამ განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Herbalife-ში მისამართზე:
Herbalife International of America, Inc.
P.O. Box 80210
Los Angeles, CA 90080-0210 USA
წერილის სათაურად უნდა მიუთითოთ ეს საიტი, შეტყობინებაში კი თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტა და საფოსტო მოსამართი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით ნებისმიერი მოთხოვნა შეზღუდავს მხოლოდ Herbalife-ის მხრიდან თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას და გავრცელებას. თქვენ დაგჭირდებათ ანალოგიური მოთხოვნის გაგზავნა თქვენს Herbalife-ის დამოუკიდებელ პარტნიორზე იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ინფორმაციის მიღება მის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარების შესახებ.
22. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა
თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის ან უფროსი ასაკის და სრულყოფილად გაქვთ შესაძლებლობა და კომპეტენცია, რომ დააკმაყოფილოთ წინამდებარე ხელშეკრულებაში წარმოდგენილი წესები, პირობები, ვალდებულებები, დადასტურებები, განცხადებები და გარანტიები, ასევე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილოთ და შეასრულოთ აღნიშნული ხელშეკრულების პირობები.
23. საკონტაქტო ინფორმაცია
იმ შემთხვევაში, თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, გაქვთ კომენტარები და განსახილველი საკითხები ჩვენს საიტთან, ნებისმიერ შეთავაზებასთან ან წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 866-617-4273.
ბოლო განახლება 4 იანვარი 2011წ.
© 2011 Herbalife International of America. ყველა უფლება დაცულია.